თავში

ევრობასკეტზე საქართველო სერბეთთან დიდი სხვაობით დამარცხდა

ევრობასკეტზე საქართველო სერბეთთან დიდი სხვაობით დამარცხდა
ევრობასკეტზე საქართველო სერბეთთან დიდი სხვაობით დამარცხდა

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან  დამარცხდა. ანგარიში 66:92 დასრულდა.

ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარებოდნენ გუნდის ლიდერები თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, თუმცა არც სერბეთის ნაკრებში იყვნენ NBA-ის მოთამაშეები.

აღსანიშნვია, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს. საქართველოს ჯგუფში 5 შეხვედრა აქვს გამართული და აქედან 4 გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ჯგუფში საქართველო კვლავ იკავებს პირველ ადგილს 9 ქულით. საქართველოს მოყვება სერბეთი 8 ქულით, ფინეთი 7 ქულით და შვეიცარია 6 ქულით. 

საქართველოს ნაკრებიდან 20 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო (+8 მოხსნა), 15 დუდა სანაძემ, 10-10 კი ფრენკამპმა და ბურჯანაძემ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სერბი პეტრუშევი იყო - 27 ქულა.  მისმა თანაგუნდელმა ანდუშიჩმა 22 ქულა ჩააგდო.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system