თავში

ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის დღეს სამი ქართველი იბრძოლებს

ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის დღეს სამი ქართველი იბრძოლებს
ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის დღეს სამი ქართველი იბრძოლებს

ფინურ ქალაქ ვანტააში გუშინ, 12 სექტემბერს, სტარტი აიღო ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში.

ასპარეზობები 12-15 სექტემბერს იმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედლის აღება მოახეხეს:

66 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გიორგი თუთაშვილმა დაიკავა, ხოლო 57 კგ-ში, ქალებს შორის, ოქროს მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

დღეს ქალები 63კგ და 70კგ, ხოლო კაცები 73კგ და 81კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

81კგ-ში ჩვენი ნაკრების ღირსებას ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ, ხოლო ქალებში, 70კგ-ში, მარიამ ჭანტურია იასპარეზებს.

პირველი ბრძოლები საქარველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 17:30 საათზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system