თავში

ევროპის ჩემპიონობისთვის ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს

ევროპის ჩემპიონობისთვის ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს
ევროპის ჩემპიონობისთვის ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი შეხვდება. ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგი ალექსის მათვისი და ისრაელელი ლი კოჩმანი იპონით დაამარცხა, პულის ფინალში კი სერბი ნემანია მაიდოვთან გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი მიჰაელ ჟგანკი იყო. ლაშა ბექაურმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ესტონელ კლენ კრისტოფეს კალიულაიდს და რუმინელ ალექს გრეტს მოუგო იპონებით, შემდეგ კი უნგრელ ტოტს და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი იყო. 

ბექა ღვინიაშვილმა იპონით დაამარცხა მეტოქე და ფინალში გავიდა. 

ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვედბიან და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system