თავში

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დაფუძნდა

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დაფუძნდა
ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად დაფუძნდა

ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საფეხბურთო ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ.

„ევროპის 12 წამყვანი გუნდი ერთობლივად მივიდა შეთანხმებამდე ახალი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ. მატჩები შუა კვირას ჩატარდება, ტურნირს უხელმძღვანელებენ დამაარსებელი კლუბები.

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“ შევლენ სუპერლიგაში, როგორც დამფუძნებლები. კიდევ სამი გუნდი შეუერთდება მათ პირველი სეზონის წინ, რომლის სტარტიც შედგება პირველივე შესაძლებლობისთანავე.

დამფუძნებელი კლუბები აპირებენ უეფა-სთან და ფიფა-სთან ერთობლივი თანამშრომლობის განხილვას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო პერსპექტივები როგორც ახალი ტურნირისთვის, ასევე მთლიანად ფეხბურთისთვის.

დამფუძნებელი კლუბები რამდენიმე წელია მიზნად ისახავდნენ ისეთი ფორმატის შექმნას, რომელშიც წამყვანი გუნდები და ფეხბურთელები ერთნანეთს რეგულარულად შეხვდებოდნენ“, – წერია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system