თავში

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო" - აღნიშნულია ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system