თავში

ფალავნობა 2019“ დასრულდა - ჩემპიონების ვინაობა ცნობილია - PHOTO

​„ფალავნობა 2019“ დასრულდა - ჩემპიონების ვინაობა ცნობილია
ფალავნობა 2019“ დასრულდა - ჩემპიონების ვინაობა ცნობილია - PHOTO

თბილისში ქართული ჭიდაობის უმთავრესი ტურნირი, „ფალავნობა 2019“ გაიმართა. გამარჯვებული და „აბსოლუტური ფალავნის“ ტიტულის მფლობელი ონისე ბუღაძე გახდა.

საჩხერელმა სპორტსმენმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელთან ბრძოლაც ვერ შეძლო ლაშა ტაველურმა - ტრავმის გამო.

ფალავნობას ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა. ტურნირი წინასწარი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ფინალურ ბლოკში 4 წონითი კატეგორიის საუკეთესო ფალავნებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს.

80 და 90 კგ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გიორგი კაციაშვილი და ილია ბათურიშვილი გახდნენ. ლაშა ტაველურმა გაიმარჯვა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მძიმეწონოსნებში (+100 კგ) საუკეთესოს ტიტულს გიორგი ზაქარიაძე დაეუფლა.

აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა - ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო - 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლის პრიზიორს, გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილოსან ნიაზ დიასამიძეს 5 000 ლარი გადასცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system