თავში

ფეხბურთელები რომლებმაც ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს

ფეხბურთელები რომლებმაც ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს
ფეხბურთელები რომლებმაც ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს

კვლევითმა ცენტრმა Cies Football Observatorhy-მ ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ გამოთვალა თუ ვინ შექმნა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი აშკარა საგოლე მომენტი. როგორც გაირკვა მოწინააღმდეგეთა კარს, ყველაზე ბევრჯერ "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი დაემუქრა. მის ანგარიშზე 158 საგოლე ეპიზოდია. მეორე ადგილზე მესის თანამემამულე ანხელ დი მარიაა. "პსჟ"-ს ნახევარმცველმა 109 საგოლე მომენტი შექმნა. მესამეზე კი "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი შემტევი კევინ დე ბრუინეა 94 საგოლე ეპიზოდით. კვლევის შედეგად მიღებული ათეული ესეთია:

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 158 საგოლე ეპიზოდი

2. ანხელ დი მარია (პსჟ) - 109 

3. კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი) - 94

4. ნეიმარი (პსჟ) - 86 
5. ტომას მიულერი (მიუნხენის ბაიერნი) - 84

6. ლუის სუარესი (ბარსელონა) - 83

7. პაპუ გომესი (ატალანტა) - 81

8. დიმიტრი პაიეტი (მარსელი) - 76

9. რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი) - 66

10. ფილიპ კოსტიჩი (აინტრახტი) - 65

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system