თავში

ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი 39 წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი 39 წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი 39 წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი, რომელმაც კომაში 39 წელი გაატარა, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირის (UNFP) პრესსამსახური ავრცელებს.

ადამსი 1982 წლის მარტიდან მოყოლებული კომაში იმყოფებოდა. ერთი დაგეგმილი ოპერაცია მუხლზე, რომელსაც უამრავი სპორტსმენი თუ არასპორტსმენი იკეთებს და თითქოს არავითარი გართულება არ უნდა მოყოლოდა, სამწუხაროდ საბედისწეროდ დასრულდა ექიმების ელემენტარული შეცდომის გამო ;ფეხბურთელი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

1990-იანი წლების შუა ხანებში სასამართლომ გამოიტანა პირობითი სასჯელი ანსთეზიოლოგის და მის თანაშემწე სტაჟიორის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system