თავში

ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და გაგრა დაუპირისპირდებიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system