თავში

FIFA-ს და UEFA-ს ექსპრეზიდენტებს პატიმრობა ემუქრებათ

FIFA-ს და UEFA-ს ექსპრეზიდენტებს პატიმრობა ემუქრებათ
FIFA-ს და UEFA-ს ექსპრეზიდენტებს პატიმრობა ემუქრებათ

შვეიცარიის პროკურატურამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ  ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

გამოცემა CNN-ის ცნობით, მათ ბრალად ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისება და დოკუმენტების გაყალბება. 

გამოძიების თანახმად, ბლატერმა 2011 წელს თანხა უკანონოდ გადაურიცხა პლატინის, რამაც დააზიანა FIFA-ს აქტივები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2015 და 2016 წლებში ბლატერი და პლატინი თანამდებობიდან გადადგნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system