თავში

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა
Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი  2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის პირველ ადგილზეა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა ერთ წელიწადში 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან ტურნირების საპრიზო თანხა მხოლოდ 6.3 მილიონი დოლარია. 

სპორტსმენს დანარჩენი შემოსავალი სარეკლამო კონტრაქტებიდან აქვს მიღებული. 

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ერთ წელიწადში 105 მილიონი გამოიმუშავა. 

მესამე ადგილზეა Forbes-ის გასული წლის ლიდერი, „ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი, 104 მილიონი დოლარით.

ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ:

ფეხბურთლი ნეიმარი (95.5 მილიონი), კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსი (88.2 მლნ), სტეფან კარი (74.4 მლნ), კევინ დურანტი (63.9 მლნ), გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (62.3 მლნ), ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები კირკ კაზინსი (60.5 მლნ) და კარსონ ვიტცი (59.1 მლნ).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system