თავში

"ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

"ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
ტორპედოს გულშემატკივრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, სადაც საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილებმა, "ტორპედოს" ჰიმნი შეასრულეს და ამგვარად გამოუცხადეს სოლიდარობა კლუბს და იქ დარჩენილ ფეხბურთელებს.

გულშემატკივრების განცხადებით, თუ 3 თებერვლამდე პრობლემა არ მოგვარდა, გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებს.

"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგან გუნდს სალიცენზიო ვადა გაუხანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, "ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია გუშინაც გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კლუბის მეოთხე ლიგაში გადანაცვლება, მის გაქრობას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system