თავში

"გამარჯვებას ვიმსახურებდით" - კვარაცხელია

"გამარჯვებას ვიმსახურებდით" - კვარაცხელია
გამარჯვებას ვიმსახურებდით -  კვარაცხელია

"შესარჩევი ციკლი კარგ ნოტაზე დავამთავრეთ, რადგან დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ. ამისთვის უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ეს მოგება წინ წაგვწევს და შემდეგი თამაშებისთვის უფრო მეტი მოტივაცია გვექნება“, – ასეთი კომენტარი გააკეთა შვედეთან მოპოვებული დუბლის ავტორმა,  საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"მიმაჩნია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე, თანაც ასეთ გუნდთან და თან – საქართველოს ნაკრებში.  

ბათუმში გულშემატკივრების წინაშე პირველად ვითამაშე და უღრმეს მადლობას ვუხდი, რადგან 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ეს დიდი მოტოვაცია პირადად ჩემთვის და რა თქმა უნდა, გუნდისთვის. გულშემატკივრები თითოეულ მომენტში ჩვენს გვერდით იყვნენ და ვფიქრობ. ეს საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგა, იმედია, სულ ასე იქნება და გულშემატკივრების გარეშე თამაში აღარ მოგვიწევს“,- თქვა კვარაცხელიამ.

გუშინ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვედეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system