თავში

გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელის ფოტოები ონლაინ გავრცელდა

გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელის ფოტოები ონლაინ გავრცელდა
გაუჩინარებული ჩინელი ჩოგბურთელის ფოტოები ონლაინ გავრცელდა

ჩინეთის ჩოგბურთის ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, საზოგადოებაში გამოჩნდა. პენგ შუაი, რომლის მიმართაც საერთაშორისო ინტერესი ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო გამძაფრებული, საჩოგბურთო შეხვედრაზე, პეკინში გამოჩნდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები ონლაინ ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს. 

ტოპ ჩოგბურთელი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, როდესაც მან ქვეყნის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. პენგმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა, რამდენიმე საათში პოსტი აიღო და მას შემდეგ თავადაც აღარ გამოჩენილა. პენგ შუაიმ ორი დღის წინ მედიაში წერილიც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ არ დაკარგულა, სახლში განმარტოებით იმყოფებოდა და არავის ნახვა არ სურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system