თავში

გიორგი ჭანტურიამ "საბურთალო" დატოვა

გიორგი ჭანტურიამ "საბურთალო" დატოვა
გიორგი ჭანტურიამ საბურთალო დატოვა

გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია როგორც კლუბმა, ისე ფეხბურთელმა დაადასტურეს.

"საბურთალოს" წარმომადგენლის, კახა მგელაძის თქმით, არსებობდა წინასწარი შეთანხმება, თუმცა საბოლოოდ მხარეები თანამშრომლობაზე მაინც ვერ მორიგდნენ. 

გიორგი ჭანტურია კლუბმა 31 იანვარს წარადგინა. როგორც ცნობილია, მასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. თუმცა, ბოლო დღეებში, ესპანეთში გამართული შეხვედრების დროს, "საბურთალო" გია ცეცაძემ დატოვა, რომელიც გუნდში ჭანტურიას მიყვანის ინიციატორი იყო. შედეგად, ფეხბურთელთან თანამშრომლობა ვერ შედგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system