თავში

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავთა ხუთეულშია

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავთა ხუთეულშია
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავთა ხუთეულშია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ მოთამაშე გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

შეჯიბრების ფინალური რვაეული ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარეობს. შერმადინის „ტენერიფე“ ფრანგულ „სტრასბურს“ მეოთხედფინალში დღეს, 6 მაისს ხვდება.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა დააანონსა, რომ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელს (MVP) პარასკევს გამოაცხადებს. მანამდე სიმბოლური ხუთეული დაასახელა, რომელსაც „ვარსკვლავთა ხუთეული“ უწოდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი შერმადინი, ვიზის არქონის გამო, რუსეთში არ შეუშვეს და მას ღამის გათენება აეროპორტში მოუწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system