თავში

გიორგი შერმადინი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

გიორგი შერმადინი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
გიორგი შერმადინი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

ესპანეთის კალათბურთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გიორგი შერმადინი "2020 წლის მეფედ" აღიარა.

ACB-მა გასული წლის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა და სარგებლიანობის მხრივ გიორგი შერმადინი გამოარჩია.

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობის კოეფიციენტი 592 იყო, მას ჩამორჩნენ ისეთი სახელოვანი კალათბურთელები, როგორიცაა ვალტერ ტავარესი (579), ნიკოლა მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433).

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც იმხანად „ბასკონიას“ წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system