თავში

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს
გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

ესპანეთის ჩემპიონატის გუნდ "ტენერიფეს" ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება, არ შეუშვეს. მას ღამის გატარება ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, აეროპორტში მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. 

როგორც ბრაზილიელი კალათბურთელის და გიორგი შერმადინის თანაგუნდელის, მარსელინიო ჰუერტასის Instagram-ით ხდება ცნობილი, ქართველ სპორტსმენს ღამის გატარება მნიშვნელოვანი მატჩის წინ აეროპორტის სავარძელში მოუწია.

"ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ შერმადინს. მიუღებელია და წარმოუდგენელია, რომ ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელს ქვეყანაში არ უშვებენ და აეროპორტში უწევს ყოფნა. ის ჯერაც აქაა და არავის არაფერი გაუკეთებია პრობლემის მოსაგვარებლად. ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ და დამღლელი სეზონის შემდეგ, გიოს ღამის გათენება ამ "სავარძელზე" მოუხდა. იმედია მალე ყველაფერი დასრულდება“ - წერს სოციალურ ქსელში ბრაზილიელი კალათბურთელი.

ესპანური გამოცემის თქმით, FIBA და საკალათბურთო კლუბი "ტენერიფე" ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system