თავში

გლდანში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

გლდანში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
გლდანში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

"ერთი წლის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდით, დავპირდით ადამიანებს, დავპირდით ბავშვებს, რომ ამ არაჩვეულებრივ ინფრასტრუქტურას შევქმნიდით მათთვის, სადაც მათ ექნებოდათ საშუალება, რომ ისარგებლონ ამ სტადიონით. სტადიონით, რომელიც არის უეფას სტანდარტების, სტანდარტული ზომის, შესაბამისი ყველა იმ ინსფრასტრუქტურით, რაც საჭიროა. თავისი გასახდელით, განათებით... როგორც ხედავთ. ჩვენს უკან არის მინი მოედანი, რომელიც ბავშვებს შეუძლიათ გამოიყენონ", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გლდანში, საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და გლდანის გამგეობას. 

საფეხბურთო ცენტრი გაიხსნის ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო. 

დღეს გლდანში მეხუთე და მეშვიდე მიკრორაიონების კვეთაზე, მორიგი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მინდა მადლობა გადაუხადო ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და თითოეულ თანამშრომელს ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა. ბედნიერი ვარ როგორც ქალაქის მერი, რომ თბილისში ჩნდება ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისში, გლდანში ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system