თავში

"გრანდები" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან

"გრანდები" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან
გრანდები ხვიჩა კვარაცხელიათი  ინტერესდებიან

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ისეთი გუნდები ინტერესდებიან როგორიცაა "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი",  "იუვენტუსი", "რომა", "დორტმუნდი". ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჭორები არაა და ხვიჩა კვარაცხელია მისი აზრით, აუცილებლად მოხვდება დიდ გუნდში. 

"ინტერესი გამოავლინა „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“ და „მილანმა“, „დორტმუნდმაც“. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაცშეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება", - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მამუკა ჯუღელმა.

ჯუღელმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა კვარაცხელია სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდეც წავიდეს "რუბინიდან".

 "გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ „რუბინს“ მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემსაიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან", - აცხადებს ჯუღელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system