თავში

გულის გაჩერების შემდეგ, ერიქსენმა ფანებს პირველად მიმართა

​გულის გაჩერების შემდეგ, ერიქსენმა ფანებს პირველად მიმართა
გულის გაჩერების შემდეგ, ერიქსენმა ფანებს პირველად მიმართა

დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც ევრო-2020-ის მატჩის დროს გული გაუჩერდა, ფანებს მიმართა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მადლობა მთელი მსოფლიოდან თქვენი შესანიშნავი შეტყობინებებისთვის, ეს ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. მე კარგად ვარ, საავადმყოფოში გარკვეული კვლევების ჩატარება მიწევს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ახლა მე დანიის ნაკრების ბიჭებს ვუგულშემატკივრებ მატჩებში. მთელი ქვეყნისთვის ითამაშეთ", - დაწერა ერიქსენმა "ინსტაგრამში".

შეგახსენებთ,12 ივნისს, "ევრო 2020"-ის რიგით მე-3 მატჩში, დანია - ფინეთს თამაშზე, პირველი ტაიმის მიწურულს მოულოდნელი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე უგონოდ დაეცა.

შეწყვეტილი თამაშის დროს, ფინეთის ნაკრების გულშემატკივარი დანიელ ფეხბურთელს ამხნევებდა - მოდენაზე შეკრებილი ფინელი გულშემატკივარი ყვიროდა - "კრისტიან!" ხოლო დანიელები პასუხობენ - "ერიკსენ!"

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც დანია-ფინეთის გუშინდელ მატჩს ესწრებოდნენ და შეუძლოდ მყოფ კრისტიან ერიქსენს მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system