თავში

გურამ კაშია: ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ

გურამ კაშია: ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ
გურამ კაშია: ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ

ამერიკული „სან ხოსეს“ მცველმა, გურამ კაშიამ ბელარუსთან მოახლოებულ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც 8 ოქტომბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. 

„ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ფეხბურთელი თუ ხარ, სწორედ ასეთი შეხვედრა უნდა ითამაშო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მოედანზე ყველა ჩვენგანი სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავიდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გურამ კაშიამ.

მან მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც ამერიკაში „სან ხოსეს“ ბოლო მატჩები გამოტოვა. 

„ტრავმირებული ვიყავი და ბოლო 3-4 მატჩი ვერ ვითამაშე. თუმცა, ახლა მოვმჯობინდი და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. თუმცა, ცუდი ისაა, თამაშები არ ჩამიტარებია“ - განაცხადა კაშიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system