თავში

გურამ თუშიშვილმა გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა
გურამ თუშიშვილმა გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა

დიუსელდორფის გრანდ სლემზე, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი რამდენიმე წამში დაამარცხა. 90 კგ კატეგორიაში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

თუშიშვილმა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია, ფინალამდე უზბეკი, ტაჯიკი, სამხრეთკორეელი და ბრაზილიელი სპორტსმენები დაამარცხა.  

რაც შეეხება ღვინიაშვილს, მან მეოთხედფინალში წააგო, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 81 კგ კატეგორიაში დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა. მანამდე კი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ კატეგორიაში ვერცლის მედალი მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system