თავში

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა
ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა. ტურნირის მესამე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი სუმოისტი ტერუნოფუჯი იყო და მან ქართველი მეტოქე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

ხვალ, ტოჩინოშინი ენდოს შეხვდება, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე გამართული სამი ბრძოლიდან ორი აქვს მოგებული. გორგაძესა და ენდოს შორის აქამდე ჩატარებული თოთხმეტი ბრძოლიდან რვა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტიჩონოშინმა წელი გამარჯვებით დაიწყო. მან წლის პირველი სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system