თავში

იაპონიაში ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ

​იაპონიაში ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ
იაპონიაში ოლიმპიადის გადადებას ითხოვენ

იაპონიის მოსახლეობის ნაწილი ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისა გადადებას ითხოვს. ონლაინ პეტიციას უკვე 200 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის ინიციატორი იურისტი კენჯი უცუნომიაა. იგი რამდენჯერმე იყო ტოკიოს მერობის კანდიდატი. ინფორმაციას Swiss Info ავრცელებს.

"ჩვენ მოვითხოვთ თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება, დავიცვათ სიცოცხლე და საარსებო საშუალებები, შევაჩეროთ ოლიმპიადა არსებული რესურსების გამოყენებით” - განაცხადა კენჯი უცუნომიამ.

ონლაინ პეტიციას "შევაჩეროთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები" (Stop Tokyo Olympics), უკვე 200 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

მიუხედავად ამისა, ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების გადადებას არ აპირებენ.

როგორ და რა ფორმით გაიმართება ოლიმპიადა ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. "ტოკიო 2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სეიკო ჰასიმოტომ განაცხადა, რომ თამაშებზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა, შესაძლოა, დაუშვან, თუმცა, არც ის არის ამორიცხული, რომ ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system