თავში

იაპონიის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ აშშ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

იაპონიის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ აშშ ოლიმპიადაში მონაწი
იაპონიის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ აშშ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომ კორონავირუსის გამო ამერიკელებმა იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, არ ეხება სპორტსმენებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩავლენ. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში არ გაემგზავრონ, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია გავრცელებული.

”აშშ-ს მთავრობისგან მივიღეთ განმარტება, რომ ეს რეკომენდაცია აშშ-ის ეროვნული ნაკრების გაგზავნაზე გავლენას არ მოახდენს”, - განაცხადა მოტეგიმ.

20 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე უცხოელი დელეგაციების რაოდენობა განახევრდება. ოლიმპიადაზე სტუმრების საერთო რაოდენობა, სპორტსმენების გამოკლებით, არაუმეტეს 78 ათასი ადამიანისა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system