თავში

იქნება, თუ არა, მაყურებელი ტოკიოს ოლიმპიადაზე

იქნება, თუ არა, მაყურებელი ტოკიოს ოლიმპიადაზე
იქნება, თუ არა, მაყურებელი ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა იაპონელი მაყურებლის სპორტულ ობიექტებზე დასწრებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ივნისისთვის გადადეს. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისისათვის უნდა ყოფილიყო, თუმცა, კოვიდ-19-ის არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო გეგმები შეიცვალა, რადგანაც მისი კორექტირება შესაძლოა ყველაზე ბოლო მომენტშიც მოხდეს. ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

დღეისათვის, მაყურებელთა დასწრების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი, სპორტული ობიექტების ტევადობის 50%-ს შეადგენს. თუმცა, მომავალში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაძლოა მასში ცვლილებები შეიტანონ.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის მიუხედავად, იაპონიის ხელისუფლება ოლიმპიურ თამაშებს მაინც ჩაატარებს, უსაფრთხოების ყველანაირი საერთაშორისო ნორმების დაცვით.

16 აპრილს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარო კონომ, რომელიც ვაქცინაციაზეა პასუხისმგებელი, აღნიშნა, რომ ღონისძიებები შესაძლოა მაყურებელთა დასწრების გარეშეც ჩატარდეს. ასევე, თამაშებს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები უცხოეთიდან, ხოლო მათ მიერ საზღვარგარეთ ნაყიდი ბილეთები უკან დაბრუნდება.

ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ,  კოვიდ-19-ის გამო, ღონისძიებები 1 წლით გადაიდო. ახლა თამაშების ჩატარება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იგეგმება, თუმცა სახელწოდებაში დარჩება ,,ტოკიო 2020’’.

პანდემიის დაწყებიდან, დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 537 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაახლოებით 9700 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system