თავში

ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია

ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია
ირანის ქალთა ნაკრების მეკარეს აბრალებენ, რომ კაცია

ირა­ნის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მე­კა­რეს ბრა­ლი დას­დეს, რომ კა­ცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Independent წერს.

ბრალ­დე­ბე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ირან­მა 2022 წლის ქალ­თა აზი­ის თა­სის (AFC) შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩის პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში იორ­და­ნია და­ა­მარ­ცხა.ირა­ნის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მათ მე­კა­რეს მი­უ­ძღვის - მან გმი­რუ­ლად მო­ა­ხერ­ხა 2 გო­ლის აღე­ბა.

ირანთან მარცხის შემდეგ იორდანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინმა სპეციალური მოთხოვნა გაგზავნა აზიის ფეხბურთის მამებთან, რათა შემოწმდეს ფეხბურთელის სქესი. პრინცი იმუქრება, რომ თუ ბრალდებები მართალი აღმოჩნდა, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ირან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რის ჰორ­მო­ნე­ბი შე­მოწ­მდა პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system