თავში

ისტორიაში პირველად FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრი ქართველი გახდა

ისტორიაში პირველად FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრი ქართველი გახდა
ისტორიაში პირველად FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრი ქართველი გახდა

ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი "ფიფას" სამსაჯო კატეგორიაში პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში ქართველმა მსაჯმა აღნიშნულ დონეს მიაღწია. კატეგორია არბიტრებს უფლებას აძლევს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. 

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან ერთად გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system