თავში

ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია

ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია
ჯანო ანანიძე ანორთოსისის ფეხბურთელია

ჯანო ანანიძემ ფამაგუსტის "ანორთოსისთან" ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 ნახევარმცველი კუნძულელთა რიგებში მოსკოვის "სპარტაკიდან" გადაბარგდა. თემურ ქეცბაიას გუნდში ანანიძე მეხუთე ქართველი ფეხბურთელია. მის გარდა "ანორთოსისში" ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ. კვიპროსული მედიის ცნობით ჯანო გუნდთან ერთად ხვალ ივარჯიშებს. მისი დებიუტი კი სავარაუდოდ 27 იანვარს შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system