თავში

ჯერალდ გრინმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს - VIDEO

ჯერალდ გრინმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს
ჯერალდ გრინმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს - VIDEO

"ჰიუსტონ როკეთსმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ტეხასური გუნდის რიგები დატოვა კრის პოლმა. მის მაგივრად, „როკეთსში“ რასელ ვესტბრუკი ითამაშებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ჰიუსტონის“ გულშემატკივრებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერალდ გრინმა ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო.

წყაროს ცნობით, ვეტერანს რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდება. შესაძლოა მან მთელი სეზონიც კი გამოტოვოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system