თავში

კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა
კახა ჩხეტიანმა თბილისის დინამო დატოვა

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება – ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც დინამოს ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“. - წერს კახა ჩხეტიანი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system