თავში

ქალ ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა

ქალ ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა
ქალ ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს ქალთა ნაკრები ძიუდოში 24 დეკემბერს საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი სხვა ქვეყნის ნაკრებებთან ერთად მოემზადება თურქეთის ქალაქ ედირნეში. იქ ქართველების სპარინგ-მეტოქეები იქნებიან უნგრელები, თურქები, ბულგარელები…

საქართველოს ნაკრებს ედირნეში მთავარ მწვრთნელად კახა მოცრაძე მიჰყვება, რადგან გია თენაძე იანვარში მსოფლიოს მასტერსზეა წასასვლელი, სადაც ამ ნაკრების ორი წევრი უნდა გამოვიდეს. ედირნეში კი მოცრაძეს ეროვნული გუნდის ის ხუთი წევრი მიჰყავს, რომლებიც ლიცენზიებისთვის იბრძვიან: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (ორივე 52), ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (70) და სოფიო სომხიშვილი (+78),  მათ, ამჯერად, ახალგაზრდა ნინო გულბანიც (70) დაუმატეს.

ერთობლივი საწვრთნელი შეკრება ედირნეში 4 იანვარს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system