თავში

ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდევდნენ

ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდევდნენ
ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდევდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი 7,0 ქულით, რომელიც ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. მეორე და მესამე ადგილები მერი არაბიძემ (6,5) და ბელა ხოტენაშვილმა (6,5) გაიყვეს.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასი და მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონეა და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა. პანდემიის დღეებში, ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა და შემოქმედებითად გამოიყენა ონლაინსივრცე. ეს მართლაც შესანიშნავი და მისაბაძი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჭადრაკის დიდი როლი ჩვენს უაღრესად მნიშვნელოვან „ტელესკოლის“ პროექტში. როდესაც პანდემიის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ამისთვის ონლაინმეთოდები და პროექტი „ტელესკოლა“ გამოვიყენეთ. საჭადრაკო გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭადრაკის როლი სკოლაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს. ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ამავე დროს გახლავთ ხელოვნება, მეცნიერება და მათემატიკასთან ერთად გონების ვარჯიშის საუკეთესო საშუალება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში გრძელდება ძლიერი საჭადრაკო ტრადიციები. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში ათი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, ცხრა ტურად.

ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარია ( I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 7 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი და ა.შ.).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system