თავში

კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა
კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა და კანდიდატურა მოხსნა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატ ვიქტორ სანიკიძის ერთიანობით ახსნა. გურასპაულის თქმით, 11 დეკემბრის არჩევნებზე ისინი "ერთი გუნდით წარდგებიან".

გურასპაულის გადაწყვეტილების შედეგად ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე მიიღებს მონაწილეობს.

მოქმედი პრეზიდენტი გურასპაული  საარჩევნო კანდიდატად პირველ დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტობა აღარ სურს და მხარს სანიკიძეს დაუჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system