თავში

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატი იმართება

კარტინგში საქართველოს ჩემპიონატი იმართება
კარტინგში საქართველოს ჩემპიონატი იმართება

რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში (Rotax Micro/Mini Max კლასში) ფინალური ეტაპი იმართება.

რბოლაში, ათამდე ლიცენზირებული, მოზარდი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოზარდების ვარჯიში კი, ირაკლი ხიდაშელის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

საქართველოში კარტინგის ჩემპიონატი, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერითა და Karting Club Georgia -ს ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ორი სავარჯიშო გარბენი, ერთი საკვალიფიკაციო გარბენი და ორი ფინალური რბოლა. რბოლებისას დაფიქსირებული შედეგების შეჯამებით, ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system