თავში

ქართველი მებრძოლების გარჩევა facebook-ზე: ხურციძე დვალიშვილს ღალატში ადანაშაულებს

ქართველი მებრძოლების გარჩევა facebook-ზე: ხურციძე დვალიშვილს ღალატში ადანაშაულებს
ქართველი მებრძოლების გარჩევა facebook-ზე: ხურციძე დვალიშვილს ღალატში ადანაშაულებს

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც შეერთებულ შტატებში რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით არის დაკავებული, სოციალურ ქსელში სკანდალური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. საკუთარ Facebook გვერდზე ხურციძე UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, ასევე გიორგი კუდუხაშვილსა და ლევან მაყაშვილს აგენტობაში ადანაშაულებს. 

"ჩემ პატარა ძმებივით ვთვლიდი მერაბ დვალიშვილს, გიორგი კუდუხაშვილს, ლევან მაყაშვილს. ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს, რეკეტს მართავდაო, რომ მდებენ ბრალად, ეს ბიჭებია მხედველობაში სინამდვილეში. ესენი აგენტები არიან და კიდევ სხვები. მერაბ დვალიშვილმა ოციათასი დოლარი დამიკარგა. იძახის ადვოკატს მივეცი. ის ადვოკატის აგენტი იყო და ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობდა," - წერს ხურციძე.

მოკრივე იმასაც წერს, რომ ციხეში მისი მკვლელობის მცდელობაც არაერთხელ ჰქონიათ. 

"მიდის სრული ძალმომრეობა. ნემსებით, საჭმლის მოწამვლით. დღეს უკვე უარი განვაცხადე 14 ივლისს საჭმლის მიღებაზე და სანამ გავქაჩავ მინდა საღი აზროვნებით დავხუჭო თვალები. არა ისე, როგორც მიკეთებენ. გულის, მკერდის ტკივილებით, თავის საშინელი ტკივილებით, გულის რევის შეგრძნებით, კუჭნაწლავის ტკივილებით და ასე შემდეგ. კი მაგრამ, არ გიკვირთ, რით ვერ ჩააგდებინეს ამ ბიჭს მთელი 4 წელი ხმა, რით ვერ მოუტანეს თავის ნამოქმედარი და დაუდეს წინო? არ გიკვირთ ? მარტო ეს არის ჩემი უდანაშაულობის მტკიცებულება. მე ვიყავი ავთანდილ ხურციძე, მე ვარ ავთანდილ ხურციძე და ვიქნები ბოლომდე ავთანდილ ხურციძე", - დაწერა FacebooK გვერდზე ავთანდილმა. 

ამის შემდეგ, ხურციძეს სოციალურ ქსელშივე ლევან მაყაშვილმა უპასუხა.  

"გამოხვალ, დრო მოვა და ვინ ვინ არის, მაგას გაჩვენებთ. შენ აქ რომ აზიარებ და ტირიხარ იქიდან... ვინ მერაბა და კუდუხაშვილია, მაგას სადაც და როგორც საჭიროა, ისე ახსნი. მე ციხეში ვიჯექი, შენსავით მეც გამწირეს, მაგრამ შენსავით არ მიტირია. გადმოგცემენ ალბათ, გელოდები როდის გამობრძანდები აქ. სხვა არაფერს დაგიწერ, ფეისბუქის "ლომი" არ ვარ", - დაწერა მაყაშვილმა.

ავთანდილ ხურციძე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის მეგობრების მიცემული ცრუ ჩვენებების გამო დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system