თავში

ქართველი მცველის ავტოგოლის შემდეგ რუსეთში თამაშის გაყიდვაზე ალაპაკდნენ

ქართველი მცველის ავტოგოლის შემდეგ რუსეთში თამაშის გაყიდვაზე ალაპაკდნენ
ქართველი მცველის ავტოგოლის შემდეგ რუსეთში თამაშის გაყიდვაზე ალაპაკდნენ

რუსეთის პრემიერლიგის გუნდი "ტამბოვი", სადაც ახალგაზრდა ქართველი მცველი ზურა გიგაშვილი თამაშობს  "როტორთან" 1:3 დამარცხდა. 

პირველ ნახევარში "ტამბოვი" ერთი გოლით დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. მატჩის 53-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი 19 წლის ქართველმა ჩაჭრა. მეორე გოლის ეპიზოდში გიგაშვილის პარტნიორი შეცდა, თუმცა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა მას კითხეს, თუ რატომ არ მიირბინა ამ დროს მან პონსემდე. ზურა გიგაშვილმა კი განაცხადა, რომ ძალები არ ეყო. 

მატჩის მეორე ნახევარში "ტამბოვის" მიერ დაშვებული შეცდომების გამო ზოგიერთი დაეჭვდა, რომ თამაში გაყიდული იყო. ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ გუნდში ფინანსური კრიზისია შექმნილი.

"ტამბოვის" სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა განაცხადა, რომ გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სისულელე უწოდა ზურა გიგოშვიმაც და თქვა, რომ გუნდი ფორმაში ჯერ ვერ შევიდა., ავტოგოლის დროს კი მას არ გაუმართლა.

"ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, თუმცა ეს სრული ბოდვაა. არ ვიცი, ეს ვის სჭირდება. ფაქტია, წავაგეთ მატჩი, რომელშიც შესაძლოა, დამარცხებას არ ვიმსახურებდით. ამის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი ისაა, რომ ცუდად ჩავატარეთ მეორე ტაიმი. უნდა გავიგოთ, რომ ერთად ცოტა ხნის წინ შევიკრიბეთ, შესათამაშებლად და ფუნქციონალური მომზადების ასამაღლებლად დრო გვჭირდება. დარწმუნებული ვარ - მოვუმატებთ", - განაცხადა ახალგაზრდა ქართველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system