თავში

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში გამარტულ ევროპის ჩემპიონატზე ნინო ჭრიკიშვილმა ამოწევაში 192.5 კილოგრამის დამორჩილება შეძლო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპირველობაზე სამჭიდის საერთო ჯამში (ჩაჯდომა - 140 კგ, წოლჭიმი - 70 კგ, ამოწევა - 192.5 კგ) მე-11 ადგილი დაიკავა. ნინო ჭრიკიშვილი 63 კგ კატეგორიაში ასპარეზობს.

ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 19 წლამდელთა შორის მოასპარეზე ალექსანდრე ეთერიამაც. მისი შედეგი ასეთია: წოლჭიმი - 157.5 კგ, ჩაჯდომა - 245 კგ და ამოწევა - 275 კგ. მან სამჭიდის ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system