თავში

ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს

ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს
ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ "კონსტანტი ალექსანდრიუს და იოან პოპვიჩის" სახელოვის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე ჯამში 15 მედალი მოიპოვა. 

რუმინეთში ქართველმა სპორტსმენებმა 7 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი დაიმსახურა. 

გიორგი კვინიკაძის ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონები მალხაზ ხელაია (45 კგ), რეზო მარსაგიშვილი (48 კგ), ნიკოლოზ ბეშიძე (51 კგ), ლუკა ღვინჯილია (55 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (65 კგ), თორნიკე სამხარაძე (80 კგ) და ზურაბ რომელაშვილი (110 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლები თამაზ სულამანიძემ (55 კგ), გიორგი სურმანიძემ (80 კგ) და გიგა შავაძემ (110 კგ) მოიპოვეს.

მესამე საპრიზო ადგილები კი საბა კობახიძემ (60 კგ), გიორგი აბულაშვილმა (60 კგ), ნიკოლოზ ხვედელიძემ (48 კგ), არშაკ ლულუკიანმა (51 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (92 კგ) დაიკავეს, სართო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა პირველოვა არავის დაუთმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system