თავში

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვეს - PHOTO

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვეს
ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვეს  - PHOTO

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირზე, წყვილებს შორის მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ალინა ბუტაევას დუეტმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოციგურავეებმა თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და 142.54 ქულა დააგროვეს. 

ეს გამარჯვება წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი დიდი ტურნირების წინ, როგორებიცაა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი. 

მეორე და მესამე ადგილები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს. 

„ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა იუნიორებისა და სენიორების კატეგორიაში იმართება.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოდან მონაწილეობას მორის ყვითელაშვილი მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system