თავში

ქეცბაიას სკანდალური პრესკონფერენცია - უცხოური მედია ქართველ მწვრთნელს აკრიტიკებს

ქეცბაიას სკანდალური პრესკონფერენცია - უცხოური მედია ქართველ მწვრთნელს აკრიტიკებს
ქეცბაიას სკანდალური პრესკონფერენცია - უცხოური მედია ქართველ მწვრთნელს აკრიტიკებს

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სეზონში პირველი მარცხი განიცადა. გუნდმა „აპოლონთან“ სახლში 1:3 წააგო.

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციისთვის შეკრებილი მედიის წარმომადგენლები თემურ ქეცბაიას განცხადებებს ელოდებოდნენ, თუმცა „აპოლონთან“ მარცხის შემდეგ „ანორთოსის“ მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციამ რამდენიმე წამი გასტანა. „კომენტარის გარეშე“ თქვა ქეცბაიამ და წავიდა. 

მისი ქცევა კვიპროსულმა მედიამ გააკრიტიკა. 

„ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად არ ღირს გუნდისთვის და არც ჟურნალისტებთანა არის მისაღები, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ. თემურისა და „ანორთოსისის“ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, პრესკონფერენციაზე კომენტარზე უარის თქმა სწორი რეაქცია არ იყო. მწვრთნელები პატივისცემით უნდა მოეკიდონ ჟურნალისტებს იმ დროსაც კი, როდესაც გამწარებულები არიან“, – წერია რადიო „სპორტ ფმ“-ის ვებგვერდზე.

თემურ ქეცბაია თამაშის დროს რამდენჯერმე გაღიზიანდა. მასპინძელთა კარში გატანილი მეორე გოლი, ფამაგუსტელთა აზრით, არასწორად დაინიშნა.  

ქართველი მწვრთნელის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია არბიტრის გადაწყვეტილებამ 65-ე წუთზე, როდესაც „აპოლონის“ მოთამაშემ ოქრიაშვილს უბიძგა, მაგრამ სტუმართა მოთამაშე არ დასაჯეს.

თემურ ქეცბაიამ მეოთხე მსაჯს რეაგირება სთხოვა, მაგრამ მსაჯობის გაპროტესტებისთვის ყვითელი ბარათით დასაჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system