თავში

ხმაური და დაპირისპირება რაგბის კავშირში - VIDEO

ხმაური და დაპირისპირება რაგბის კავშირში
ხმაური და დაპირისპირება რაგბის კავშირში - VIDEO

"ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, ხმაურია.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე გამოჩნდა და შენობაში შევიდა. 

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ პოლიციის გაძლიერებულმა კორდონმა არ მისცა. ჭყლეტვისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, შეუძლოდ გახდნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა. 

პოლიციელები ირაკლი აბუსერიძის მომხრეების ტერიტორიიდან გაყვანას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში ამ წუთებში მორიგი საარჩევნო ყრილობა იწყება. ყრილობაზე იოსებ ტყემალაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 10 მარტის არჩევნები არალეგიტიმურია, ისინი შედეგებს არ აღიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებენ.

პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირმა საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდა, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. აბუსერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ხმების დასაცავად მივიდნენ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაგაავრცელა და მხარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარება.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს, ერთერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე კი საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა და ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცა. რეესტრმა აბუსერიძის კანდიდატურა მეორედაც დაახარვეზა.19 თებერვალს კი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system