თავში

ხონში საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა

ხონში საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა
ხონში საჭადრაკო ფესტივალი გაიმართა

ხონში საჭადრაკო ფესტივალი „ხონი-2019“ გაიმართა. მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 209 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობა სწრაფ ჭადრაკში მიმდინარეობდა.

ფესტივალი 7 ტურნირად გაიმართა. მათ შორის იყო 8, 10 და 12 წლამდელთა და ღია ტურნირები. ასპარეზობას ორგანიზება ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტიმა და ხონის ჭადრაკის ფედერაციამ გაუწია.

ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ:

ღია ტურნირი კაცთა შორის - თენგიზ დიდმანიძე

ღია ტურნირი ქალთა შორის - ნათია ვაჩეიშვილი

12 წლამდე ბიჭები - კახაბერ კიზირია

12 წლამდე გოგონები - ანა სანიკიძე

10 წლამდე ბიჭები - გიორგი ჭანტურია

10 წლამდე გოგონები - ქრისტინე ხვადაგიანი

8 წლამდე ბიჭები - გაბრიელ გაბადაძე

8 წლამდე გოგონები - ბარბარე აშოთია

6 წლამდე ბიჭები - ემილ ბუაძე

6 წლამდე გოგონები - ბარბარე გოგელია

ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ რუხაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system