თავში

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება "რუბინში"

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება "რუბინში"
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება რუბინში

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ნაწილი ბრწყინვალედ ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ყაზანის „რუბინის“ 2019/20 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელები ყაზანელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გაირკვა. სამეულში მოხვდნენ 19 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, 32 წლის რუსი მეკარე იური დუპინი და 23 წლის ხორვატი მცველი ფილიპ ურემოვიჩი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ გამართულ გუნდურ საღამოზე დააჯილდოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system