თავში

კონორ მაკგრეგორს ამერიკული ქალაქის გასაღები გადაეცა

კონორ მაკგრეგორს ამერიკული ქალაქის გასაღები გადაეცა
კონორ მაკგრეგორს ამერიკული ქალაქის გასაღები გადაეცა

UFC–ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში, ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ქალაქ მაიამის გასაღები მიიღო, რომელიც სკანდალურ სპორტსმენს ქალაქის მერმა პირადად გადასცა.

"მაკგრეგორი მაიამის ქალაქის გასაღებით! გმადლობთ, მერო სუარეს, ამ დიდი პატივისთვის, რომელიც ჩემო ოჯახის თანდასწრებით მხვდა წილად. ეს ძალიან ძვირფასი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც მე ვამაყობ. გმადლობთ!" - დაწერა მაკგრეგორმა "ინსტაგრამზე".

ბოლო ბრძოლის დროს, რომელიც 11 ივლისს გაიმართა, კონორ მაკგრეგორმა ფეხი მოიტეხა და ამჟამად რეაბილიტაციის პერიოდს გადის. მაკგრეგორის მეტოქე ყოფილი დროებითი ჩემპიონი, ამერიკელი დასტინ პორიე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system