თავში

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს
კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს

კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით წიკლაური აირჩიეს. ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში 149 დელეგატი მონაწილეობდა. შეხვედრა არენა 1-ში გაიმართა. 

კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი კანდიდატი, დავით წიკლაური იყო წარდგენილი. მას მხარი ყველა დელეგატმა დაუჭირა

დელეგატებმა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, მარიამ დუნდუას ანგარიში მოისმინეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართულ კრივში ბოლო წლებში პროგრესი და წარმატებული პერიოდია. 

"წელს საქართველოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამართვა გვსურდა. თუმცა, მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, ამ ტურნირს 2021 წელს მაინც ვუმასპინძლებთ. მთავარი მიზანი კი 2023 წელს უფროსებში ან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაა. ამაში სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი გვერდში გვიდგას. ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, – განაცხადა დავით წიკლაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system