თავში

ქუთაისი 7-კაცა და 7-ქალა რაგბში ევროპის გრანპრის უმასპინძლებს

​ქუთაისი 7-კაცა და 7-ქალა რაგბში ევროპის გრანპრის უმასპინძლებს
ქუთაისი 7-კაცა და 7-ქალა რაგბში ევროპის გრანპრის უმასპინძლებს

2020 წლის ივნისში 7-კაცა და 7-ქალა რაგბში ევროპის გრანპრის ეტაპები ქუთაისში გაიმართება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადებით, მასპინძლობის უფლების მოპოვება როგორც სპორტული, ისე ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„მინდა მივულოცო ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ქუთაისელებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ქვეყნისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის ეს ძალიან კარგია. ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის არაერთ ქალაქში. ტურნირზე ჩამოსული სპორტსმენები და გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მარტვილის და ოკაცეს კანიონებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან წყალტუბოს პოტენციალს, რომელიც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება“, - განაცხადა სვანიძემ.

სპორტულ შეჯიბრებს „აია არენა“ 13-14 ივნისს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system