თავში

ქუთაისში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ქუთაისში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ქუთაისში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 

ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ორთაბრძოლებს მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით წიკლაურთან ერთად დაესწრო.

ტურნირი, რომელშიც ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდნენ, 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

გასულ წელს, თბილისმა ევროპირველობას მოსწავლე მოკრივეთა შორის უმასპინძლა. ჩემპიონატმა კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ჭაბუკ მოკრივეთა შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ივლისში, სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system