თავში

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

​ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შიენ როზენტალი ეწსრებოდნენ.

პროექტის მიხედვით, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის დახურული აუზი, რომლის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ სხვადასხვა ასაკის როგორც მოყვარული სპორტსმენები, ისე სპორტული ჯგუფები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობებში – ცურვა სხვადასხვა დისტანციაზე, სინქრონული ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა. აუზის კომპლექსი, ასევე, ითვალისწინებს საჭყუმპალაოს, სავარჯიშო დარბაზებს, 600-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და სივრცეებს კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისთვის.

სპორტკომპლექსის გარე ტერიტორიაზე მოეწყობა 150-ზე მეტ მსუბუქ მანქანაზე და 6 ავტობუსზე გათვლილი სადგომი (პარკინგი). აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის

ქუთაისის აუზის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ სამ ქალაქში – რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში. ყველა სპორტკომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება რვა მილიონ 300 ათასი ლარია. მშენებლობის მხარდამჭერია აზიის განვითარების ბანკი. მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system